LIVE

მეორე კვარტალში ისრაელის ეკონომიკა 15.4%-ით გაიზარდა

22 აგვ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
მეორე კვარტალში ისრაელის ეკონომიკა 15.4%-ით გაიზარდა
Kobi Wolf/Bloomberg

მეორე კვარტალში ისრაელის ეკონომიკა 15.4%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გაუქმებამ განაპირობა.

სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მნიშვნელოვანი გარდატეხაა პირველი კვარტლის შემდეგ, როდესაც ეკონომიკა 1,4%-ით შემცირდა.  

მონაცემები ცხადჰყოფს, რომ მშპ-ს ზრდას ხელი სამგზავრო მანქანების იმპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამაც შეუწყო.

ვარაუდობენ, რომ ისრაელის ეკონომიკა სწრაფად აღდგა მას შემდეგ, რაც გასულ წელს პანდემიის გამო, 2.5% შემცირდა.

ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას ხელს უწყობს აყვავებული მაღალი ტექნოლოგიები, სესხის აღებასთან დაკავშირებული შედარებით დაბალი ხარჯები და ძლიერი მომხმარებლები. ამის ფონზე, ისრაელის ბანკის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 5.5%-ით გაიზრდება.

თელ-ავივის Bank Hapoalim-ის მთავარი ეკონომისტის თქმით, ეკონომიკის გახსნის შემდეგ მოხმარების მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა. ვიქტორ ბაჰარის თქმით, ამ ტენდენციას ხელი ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ შეუწყო და მისი მიღწევა მთავრობის დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მეორე კვარტალში კერძო მოხმარების ხარჯები წლიური 36,3%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ავისი