LIVE

აშშ ინდოეთს, იტალიასა და თურქეთს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

07 იან 202111:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 337
აშშ ინდოეთს, იტალიასა და თურქეთს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს
Zach Gibson/Bloomberg

აშშ ინდოეთს, იტალიასა და თურქეთს ამერიკული კომპანიის დისკრიმინაციაში ადანაშაულებს, მიზეზი ტექნოლოგიური კომპანიების ადგილობრივი გადასახადებით დაბეგვრაა. ამ კომპანიებს შორისაა Facebook.  

გადასახადები "არ შეესაბამება საერთაშორისო დაბეგვრის პრინციპებს, ამძიმებს და ზღუდავს აშშ-ს ვაჭრობას" - აცხადებს აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობა. USTR "გააგრძელებს ყველა არსებული ზომის შეფასებას" - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე აშშ საპასუხო რეაგირებას არ აპირებს, თუმცა, თუ გადაწყვეტს საიმპორტო ბაჟის დაწესებას ამ ქვეყნებისთვის, ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება. USTR-ს მცირე დრო აქვს სატარიფო სიების მოსამზადებლად.

OECD-ის დაგეგმილი საერთაშორისო ციფრული-საგადასახადო შეთანხმება ზაფხულამდე გადაიდო. შეთანხმების მიზანი ცალკეული ქვეყნის ციფრული გადასახადების გლობალური გეგმით ჩანაცვლებაა.

OECD ხელშეკრულების გარეშე ქვეყნები გადასახადების საკუთარ ვერსიებს აამოქმედებენ. ამან შესაძლოა საგადასახადო და სატარიფო ომი გამოიწვიოს შეერთებულ შტატებსა და იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ამერიკული ტექნიკური გიგანტების შემოსავლებიდან საკუთარი წილის მიღება სურთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენი ლეონარდი