
ილონ მასკის კოსმოსური სატრანსპორტო მომსახურებისა და საკომუნიკაციო კომპანია SpaceX-ი საქართველოს ინტერნეტიზაციის პროექტით დაინტერესდა.
კომპანია საქართველოს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყანას, სადაც SpaceX-ი მოსახლოებას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს. განიხილება საქართველოს ჩართულობა SpaceX-ის სამომავლო გეგმებშიც.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, უახლოეს პერიოდში SpaceX-ი ოფიციალურ პროცედურას დაიწყებს საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.