LIVE

ავსტრალიის დედაქალაქმა კოვიდუსაფრთხო ქალაქის სტატუსი დაკარგა

13 აგვ 202122:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1488
ავსტრალიის დედაქალაქმა კოვიდუსაფრთხო ქალაქის სტატუსი დაკარგა
Saeed Khan/AFP/Getty Images

კანბერამ კოვიდისგან თავისუფალი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ავსტრალიის დედაქალაქში Covid-19-ის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის გამო, წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ, ქალაქში შვიდდღიანი “ლოქდაუნი” გამოცხადდა. 

ეს არის კორონავირუსის პირველი შემთხვევა, რომელიც კანბერაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკარანტინე სივრცის გარეთ დაფიქსირდა. პირის ინფიცირების წყარო უცნობია.

“ვხედავთ, რომ ხანმოკლე და მყისიერი ჩაკეტვა ზღუდავს ვირუსის პოტენციურ გავრცელებას და საუკეთესო გზაა, რათა თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი და დამაზიანებელი ჩაკეტვა”,- ამბობს შტატის მთავრობის მეთაური ენდრიუ ბარი.

ქვეყნის შუაგულში მდებარე ქალაქში დაახლოებით 500 000 ცხოვრობს. მისგან 170 კილომეტრით მდებარე ქალაქ სიდნეიში “ლოქდაუნი” თითქმის შვიდი კვირა გაგრძელდა, ხოლო მელბურნში სახლში დარჩენის მოწოდება დღემდე აქტიურია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯორჯინა მაკეი