LIVE

Samsung-ი ახალ iPhone-ს $999-იან დასაკეც სმარტფონს უპირისპირებს

14 აგვ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1847
Samsung-ი ახალ iPhone-ს $999-იან დასაკეც სმარტფონს უპირისპირებს
Bloomberg

Samsung-მა ახალი დასაკეცი მოდელი Galaxy Z Flip 3 წარადგინა, რომელსაც კომპანია Apple-ის iPhone-ის უშუალო კონკურენტად მოიაზრებს.

სმარტფონის ზომა, წონა, პროცესორი, მეხსიერება და უკაბელო მახასიათებლები სრულად შეესაბამება Samsung-ის ძირითად ფლაგმანურ მოწყობილობებს. ერთადერთი კომპრომისი მისი დიზაინის შესანარჩუნებლად არის შედარებით მცირე 3,300 mAh ბატარეაა.

5G-ით აღჭურვილი მოწყობილობა მკვეთრად ამცირებს დასაკეცი კატეგორიის მოდელების ფასს. Galaxy Z Flip 3 $999 ეღირება. მისი წინამორბედი გამოშვებისას $1,449 დოლარი ღირდა. კომპანია ვარაუდობს, რომ Flip 3 Samsung-ის ყველაზე მიმზიდველი მოდელი იქნება შემოდგომაზე.

”დასაკეც სმარტფონებზე ბაზრის მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება. Samsung-ი იქნება წამყვანი და უპირველესი პროვაიდერი, რომელიც ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის. ჩვენ ველით, რომ დასაკეცი სმარტფონების ეს თაობა იქნება ყველაზე გაყიდვადი”,- ნათქვამია Samsung-ის განცხადებაში.

Samsung-ის ყველა ახალი მოწყობილობა 27 აგვისტოდან გაიყიდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოჰი კიმი