LIVE

გვინეაში მარბურგის ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა

10 აგვ 202115:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 2118
გვინეაში მარბურგის ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა
Carol Valade/AFP/Getty Images

გვინეის მთავრობა მარბურგის ჰემორაგიული ცხელების პირველი შემთხვევის შესახებ იტყობინება. 

5 აგვისტოს გუეკედოუს სამხრეთ რაიონიდან საეჭვო შემთხვევის ნიმუშები სენეგალის პასტერის ინსტიტუტში გაგზავნეს, სადაც დაავადება დადასტურდა.

მთავრობის ინფორმაციით, დაავადებული პირი გარდაიცვალა. მიმდინარეობს მისი 155 კონტაქტის ყოველდღიური მონიტორინგი.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაავადება დასავლეთ აფრიკაში დაფიქსირდა. იქამდე შემთხვევები დადასტურებული იყო გერმანიაში, სერბეთში, ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში.

WHO-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ქვეყანას პროცესის მართვაში, მათ შორის ტრანსსასაზღვრო მეთვალყურეობაში დაეხმარება. 

“ვმუშაობთ ჯანდაცვის ორგანოებთან, რათა განვახორციელოთ სწრაფი რეაგირება, რომელიც ემყარება გვინეას გამოცდილებას ებოლასთან ბრძოლაში, რომელიც მსგავსი გზით ვრცელდება”,- ნათქვამია განცხადებაში. 

მარბურგის ცხელება მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომლებიც ებოლას ინფექციას იწვევენ. გვინეამ ებოლას ეპიდემიის დამარცხების შესახებ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგნა კამარა