LIVE

სად წავიდეთ 2021 წელს?

08 იან 202116:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1046
სად წავიდეთ 2021 წელს?

გასული წლის ლოქდაუნების, შეწყვეტილი ფრენების და ჩაკეტილი საზღვრების შემდეგ, მოგზაურობა ყველას გვენატრება. უახლოეს პერიოდში მიმართულების განსაზღვრას მხოლოდ გემოვნების და ბიუჯეტის შესაბამისად ვეღარ შევძლებთ. ქვეყნის თუ რეგიონის შერჩევისას ერთ-ერთ მთავარ პირობად კოვიდუსაფრთხოება და არსებული რეგულაციები იქცა.

Bloomberg-ის მრავალფეროვანმა გუნდმა ყველა კონტინენტიდან ამოარჩია საინტერესო ადგილები, რომლებიც ადგილობრივ კორესპონდენტებს ახალი კულტურის გაცნობის თუ საკუთარი თავის შეცნობისთვის საუკეთესოდ მიაჩნათ. ამასთან, თითოეულ მიმართულებას თან ახლავს კოვიდვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 

რომელი მიმართულებაც არ უნდა შეარჩიოთ, ამით არა მხოლოდ თქვენ ისიამოვნებთ, არამედ ჩავარდნილი ტურიზმის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანთ.

 1.  შვედეთის ლაპლანდია

 Arctic Bath-ის ყინულის ცივი აუზი წყარო: SLH / COURTESY ARCTIC BATH

Arctic Bath ჩრდილოეთ შვედეთის შორეულ მხარეში მდებარე პატარა სასტუმროა. გარემოზე მისი გავლენა მინიმალურია, რადგან მიწას თითქმის არ ეხება. სასტუმროს ოთახები ლაპანდიის შუაგულში, ყინულოვან მდინარეშია მოთავსებული. მის გარშემო კი ზამთრის ზღაპრული სურათია, რომელსაც  ირმები და ფიჭვის ხეები ქმნიან. მიუხედავად სიცივისა, აქ აქტივობები ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი. მათ შორის შეგიძლიათ ისეირნოთ თოვლის ველოსიპედით ან ძაღლების მარხილით, გაიცნოთ ლოსები, დატკბეთ ჩრდილოეთის ციალის ყურებით ან ყინულში გამოჭრილ აუზში იცურაოთ. 

2. ეკომეგობრული მოგზაურობა კოსტა რიკაში 

Origins Lodge Costa Rica-ში. წყარო: ORIGINS COSTA RICA

კოსტა რიკა იყო პირველი, რომელმაც 1998 წელს მდგრადი ტურიზმის სასერტიფიკაციო პროგრამა დაიწყო. შედეგად, დღეს ადგილობრივი სასტუმროები მომხმარებლებს საუკეთესო სტანდარტს სთავაზობენ. ეგზოტიკულ გარემოში მდებარე ადგილობრივი ეკომეგობრული სასტუმროები დაუვიწყარ დასვენებას გვპირდებიან.

3. გადაარჩინე ტრადიციული ხელობა ლაკნოუში

ჩიკანკარის სახელწოდებით ცნობილი ხელსაქმე სპარსეთიდან ინდოეთში მე-18 საუკუნეში შევიდა. ნატიფი ხელოვნების ნიმუშებზე ტრადიციულად თეთრ ბამბაზე დაქარგულ ყვავილებს და ფოთლებს შეხვდებით. 

ადგილობრივი სასტუმროები  მატერიალურ ძეგლებთან ერთად, ადგილობრივი ბაზრების, საღამოს ქუჩის ტრადიციული საკვების ტურებს გთავაზობთ. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნელ ცეცხლზე დიდ ქოთანში მომზადებული სურნელოვანი ადგილობრივი კერძი ხაას ნიჰარი. 

4. შეისწავლე სოციალური სამართლიანობა ალაბამაში

თანამედროვე სოციალური სამართლიანობის მოძრაობის მისი სამშობლოში გადასვლა საკუთხის შესასწავლად საუკეთესო გზაა. ამაში მონტგომერში მდებარე Freedom Rides Museum-ში მიმდინარე გამოფენები დაგეხმარებათ. 

აქვე მდებარეობს კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ - National Memorial for Peace and Justice. შთამბეჭდავი ინსტალაცია, რომელიც 800-ზე მეტი ფილისგან შედგება, ლინჩის წესით გასამართლებულთა ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა.
ამ მუზეუმების გარდა, სოციალური სამართლიანობით დაინტერესებულები სხვა მნიშვნელოვან ლოკაციებსაც აღმოაჩენთ.

5. მოუსმინე აბორიგენების ისტორიებს დასავლეთ ავსტრალიაში

სიმღერების, ნახატების, ქანდაკებებისა თუ კერამიკის მეშვეობით მოყოლილ მრავალფეროვან ისტორიებს 316 მილიონ დოლარიან WA Museum Boola Bardip-ში გაეცნობით.  გარდა ამისა, შეგიძლიათ ესტუმროთ ტიმორის ზღვის გასწვრივ მდებარე ნაციონალურ პარკს და დატკბეთ Kalbarri Skywalk-ის ულამაზესი ხედი ავსტრალიის გრანდ კანიონზე, სადაც მასპინძლობას უძველესი ადამიანები გაგიწევენ.  

6. ჩაერთე კვლევებში ანტარქტიდაზე

დეკემბრის მზის სრული დაბნელების ნახვა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ტურისტები აქ მოდიან.  მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა სულ რამდენიმე წუთი გრძელდება, ექსპედიციები მათ გასართობად სხვადასხვა აქტივობას სთავაზობენ. აქ თქვენ შთამბეჭდავ სამეცნიერო გამოცდილებას მიიღებთ.  მათ შორის შეგიძლიათ იმუშაოთ ზღვის ბიოლოგებთან და ორნითოლოგებთან. ასე რომ, უკან ზღაპრულ ფოტოებთან ერთად, მეცნიერებაში შეტანილი წვლილით დაბრუნებით.  

7. შეიცვალე ისკიაზე

იტალია ტურისტებს ყოველთვის იზიდავდა. ახლა, როცა ჩაკეტილი საზღვრები ნელ-ნელა იხსენება, დროა დანაკლისი ავინაზღაუროთ.
პირველად კუნძულ ისკიას მონახულებას გვირჩევენ. ის კაპრის საპირისპირო მხარეს, ნეაპოლში მდებარეობს. ის გამორჩეულია ლანდშაფტით, თერმული აბანოებით, მომხიბლავი პლაჟებით. სხვათაშორის, ისკიას ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, მათ შორის, ჰომეროსის "ილიადაში" შეხვდებით.

8. მოწყდი ხალხმრავლობას მაროკოს უდაბნოში

მარაქეშის ცნობილ და ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობის ნაცვლად, წელს უდაბნოს ისეთი ადგილების მონახულებას გვირჩევენ, სადაც ტრადიციულად აქლემების ქარავანი მოძრაობდა და ტურისტულ ლოკაციებად არ მიიჩნეოდა. აქლემების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ძვირფასი საექსპედიციო მანქანებით, რომლებსაც ქვიშის დიუენებზე გადაადგილება შეუძლია. თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ციხესიმაგრეს Ksar Aït Ben-Haddou, რომელიც Game of Thrones-დან გეცნობათ. 

9. შეიგრძენი ახალი სიცოცხლე რიფებში, მალდივის კუნძულებზე 

ტემპერატურის მატება და 1998 წლის ელ ნინიას მოვლენა მარჯნის რიფებზე უარყოფითად აისახა. მათუი დიდი ნაწილი მოკვდა. ეკოსისტემის გადასარჩენად შეიქმნა პროექტები, რომლებშიც შეგიძლიათ თავადაც ჩაერთოთ. 10-კაციანი ბიოლოგების ჯგუფი სტუმრებს მარჯნის "ჩარჩოების" აშენებაში ეხმარება. ზღვის ხედებიანი კომფორტული სასტუმროებიდან იმაზე უკეთეს ფორმაში დაბრუნდებით, ვიდრე ჩასვლისას იყავით.  

10. დატკბი ბიომრავალფეროვნებით ეკვადორზე 

ამაზონი, ანდები, გალაპაგოსი - ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი ერთ პატარა, მრავალმხრივ ქვეყანაში მდებარეობს. ადგილობრივები,  ტურისტებს ამაზონის ჯუნგლებში ტურებს სთავაზობენ. მოგზაურების ერთ-ერთი ფავორიტი მიმართულება გალაპაგოსის კრუიზია. მოგზაურობა კომფორტული და რაც მთავარია, უხმო მანქანებითაა შესაძლებელი. ეს კი იმისთვის, რომ ძრავის ხმაურმა არ შეგაწუხოთ და ბუნებრივი ხმები მაქსიმალურად შეიგრძნოთ.

კიდევ უფრო მეტ ლოკაციას და ეპიდვითარებასთან დაკავშირებულ დეტალურ მონაცემებს Bloomberg-ის ორიგინალურ სტატიაში აღმოაჩენთ.