LIVE

Apple-ის სისტემა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ფოტოებს ამოიცნობს

06 აგვ 202119:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
Apple-ის სისტემა ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველ ფოტოებს ამოიცნობს

Apple-ს ახალი პროგრამა გაანალიზებს  მომხმარებლის iCloud Photos-ში შენახულ ფოტოებს, რომლებიც აღწერს ბავშვების სექსუალურ გამოსახულებებს და ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობებს. 

სიახლე, რომელიც მიზნად ბავშვთა დაცვას ისახავს, კონფიდენციალურობის დამცველების შეშფოთების მიზეზი გახდა.

Apple შეტყობინებების აპლიკაციით ბავშვებისგან გაგზავნილ და მიღებულ ფოტოებსაც გაანალიზებს.    

კომპანია თავის ხმოვან ასისტენტ Siri-ს ახალ ფუნქციას დაუმატებს. ის იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ მომხმარებელი ძალადობის შემცველ მასალებს იძიებს. 

კომპანიის ახალი ფუნქციები მიმდინარე წლის ბოლომდე ამუშავდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი