LIVE

WHO ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების გამოძიებაში ხელის შეშლისთვის საყვედურობს

06 იან 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 901
WHO ჩინეთს კორონავირუსის გავრცელების გამოძიებაში ხელის შეშლისთვის საყვედურობს
Bloomberg L.P.

WHO ჩინეთს კორონავირუსის საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაში ხელის შეშლის გამო აკრიტიკებს. კორონავირუსის წარმოშობის და ადამიანებზე გავრცელების გამოსაკვლევად WHO ათი მეცნიერის გაგზავნას გეგმავს, თუმცა, მეცნიერებისთვის ჩინეთში კვლევის წარმოებაზე ნებართვის გაცემა თვეებია ჭიანურდება. 

გამოძიება 2021 წლის იანვარში უნდა დაწყებულიყო, რომლის ფარგლებში WHO-ს ექსპერტები ადგილობრივ ინფექციონისტებთან ერთად უჰანის სველი ბაზრიდან ნიმუშების შესწავლას გეგმავენ. თუმცა ამ ეტაპზე, კვლევის უფლება WHO-ს ათი მეცნიერიდან მხოლოდ ორმა მოიპოვა. 

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და იმედს იტოვებს, რომ შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მიაღწევენ. "შეიძლება გარკვეული გაურკვევლობა იყო, მაგრამ ჩაღრმავება არ ღირს", აცხადებენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია