LIVE

JPMorgan-ი ინვესტორების უნდობლობას ლირის არასტაბილურობას აბრალებს

09 აგვ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1098
JPMorgan-ი ინვესტორების უნდობლობას ლირის არასტაბილურობას აბრალებს
Bloomberg

წელს თურქული ლირის საუკეთესო თვე შეიძლება მხოლოდ იმ არასტაბილურობის ხაზგასასმელად გამოდგეს, რაც კვლავ მოიცავს თურქულ აქტივებს.

JPMorgan-ის ხელმძღვანელი პირისთვის თურქეთში ვალუტის მერყეობა კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება, რაც ინვესტორებისთვის ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობას ამცირებს.

ბაზრები ასევე მობილიზებული არიან იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოქმედებს ფასების ზრდა მომდევნო თვეებში, რომელიც უკვე ორ-წლიან მაქსიმუმზეა.

ლირას ნაგულისხმევი არასტაბილურობა მომდევნო სამი თვის განმავლობაში კვლავ რჩება მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებლად, რაც ძირს უთხრის ვალუტის სარგებლიანობას. JPMorgan-ის წარმომადგენლის მუსტაფა ბიგიაჩიკის თანახმად, ეს ასევე აფერხებს თუქეთის ბაზრებზე კაპიტალის შემოდინებას, რაც ეკონომიკას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დასაფინანსებლად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ბანკის მმართველმა საჰაპ კავჩიოღლუმ მარტში დანიშვნის შემდეგ, საპროცენტო განაკვეთი 19%-ზე შეინარჩუნა. ეს ნიშნავს, რომ ლირას ახლა აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნომინალური კურსი განვითარებად ქვეყნებში.

მიუხედავად ამისა, უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ მისი წინამორბედის გადადგომის შემდეგ, $472 მილიონი გაიტანეს ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზრიდან. მკვეთრი განტვირთვის შემდეგ, ფასიანი ქაღალდების კუმულაციურმა შემოსავალმა წელს $1.3 მილიარდი შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ასლი კანდემირი