LIVE

WHO ქვეყნებს "ბუსტერ" დოზაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმისკენ მოუწოდებს

04 აგვ 202123:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 1874
WHO ქვეყნებს "ბუსტერ" დოზაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმისკენ მოუწოდებს

ვაქცინაციის გლობალური უთანასწორობის დაძლევის მიზნით, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” (WHO) ქვეყნებს Covid-19-ის ვაქცინის “ბუსტერ” დოზების გამოყენებაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმისკენ მოუწოდებს.  

„მესმის, რომ ყველა მთავრობა შფოთავს, რათა დაიცვას თავისი მოსახლეობა „დელტა“ ვარიანტისგან, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოიყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ამ დრომდე დაუცველი რჩება“, – განაცხადა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

ორგანიზაციის შეფასებით, მორატორიუმი ხელს შეუწყობს ყველა ქვეყანაში მოსახლეობის მინიმუმ 10%-ის ვაქცინაციას, რაც დაიცავს ჯანდაცვის მუშაკებსა და მოწყვლად ჯგუფებს.

მისივე თქმით, მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა თითქმის ყველა ადამიანისთვის 1 დოზა მიიღეს, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში კი 100 ადამიანზე 1.5 დოზა ვაქცინა მოდის. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი