LIVE

გლობალურ ბანკებს $170 მილიარდიანი მოგებით საუკეთესო წელი ჰქონდათ

08 აგვ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1024
გლობალურ ბანკებს $170 მილიარდიანი მოგებით საუკეთესო წელი ჰქონდათ
Bloomberg

საბანკო სექტორის უმსხვილესი კომპანიებისთვის ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში ჯამური მოგება $170 მილიარდს აჭარბებს. შედეგები აჩვენებს, რამდენად შორს არის ინდუსტრია პანდემიის ნეგატიური შედეგების ადრეული ეტაპებიდან.

გლობალურ ბანკებს შორის JPMorgan Chase-მა გამორჩეულად კარგი შედეგი აჩვენა და დღეში $131 მილიონის ეკვივალენტს გამოიმუშავებდა. Goldman Sachs-მა და Morgan Stanley-მ ასევე გადააჭარბეს მოგების რეკორდებს, ხოლო ევროპულმა UBS-მა და Barclay-მა ყველაზე მაღალი შემოსავლები დააფიქსირეს ათწლეულის განმავლობაში.

ძლიერ შედეგებს ასახავს საბანკო აქციებიც. Dow Jones-ის აშშ-ს ბანკების ინდექსი გასული წლის განმავლობაში 59%-ით გაიზარდა, Eurostoxx ბანკების ინდექსი კი 56%-ით.

კორპორატიული საქმიანობის ამ აღმავლობამ Covid-ის შეზღუდვების შემდეგ, ოპტიმიზმი გლობალური ეკონომიკის ბევრ ნაწილში ასახა. თავის მხრივ, ბანკები საკმარისად თავდაჯერებულად გრძნობენ თავს, რომ დაიწყონ უზარმაზარი რეზერვების გაუქმება, რომელიც ეკონომიკური ჩავარდნისთვისაა შექმნილი. მხოლოდ ევროპაში, ცხრა საუკეთესო ბანკმა აღნიშნა, რომ წინა კვირაში რეზერვების 88% შემცირება მოხდა.

მიუხედავად ამისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში და დაბალი საპროცენტო განაკვეთები ბანკების დაკრედიტებიდან მიღებულ შემოსავალს აწვება, ჯერ კიდევ გასარკვევია, შეძლებს თუ არა ინდუსტრია მოგების რეკორდების გაგრძელებას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰარიეტ ჰამბერბეგი