LIVE

ბაიდენის შეთანხმების ფარგლებში, გერმანიას რუსული გაზის გათიშვის ვალდებულება არ აქვს

07 აგვ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 4892
ბაიდენის შეთანხმების ფარგლებში, გერმანიას რუსული გაზის გათიშვის ვალდებულება არ აქვს
Alex Edelman/CNP/Bloomberg

გერმანია Nord Stream 2-ის გათიშვას იმ შემთხვევაში ვარაუდობს, თუ ვლადიმერ პუტინი სადავო მილსადენს გეოპოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს და აშშ-ის პოზიციას ყურადღებას არ მიაქცევს, აცხადებენ ოფიციალური პირები ბერლინიდან, რომლებიც შესაბამის გეგმებს კარგად იცნობენ.  

Bloomberg-ის წყაროების შეფასებით, რუსეთთან უშუალოდ დაკავშირების ნაცვლად, მთავრობა ევროკავშირის უფრო მასშტაბურ სანქციებზე ფოკუსირდება, რაც კრემლთან ურთიერთობის შედარებით რთული გზაა.

თუ პუტინი მილსადენს უკრაინის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გერმანელებს მოუწოდა, რუსეთს სამაგიერო გადაუხადოს. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, 21 ივლისის შეთანხმების ფარგლებში, "ეროვნულ დონეზე" მოქმედებას დათანხმდა. ბერლინის ეს თავშეკავებულობა რუსეთის პრეზიდენტის პოტენციური გამარჯვების, თეთრი სახლისთვის კი დარტყმის ტოლფასია.

მერკელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანია ვალდებულია,  იმ შემთხვევაში იმოქმედოს, თუ მილსადენი არასწორად იქნება გამოყენებული, თუმცა, სხვა დეტალები არ განუმარტავს.

შედეგად, ბაიდენის კონგრესელმა კრიტიკოსებმა შესაძლოა ხმა აიმაღლონ. რესპუბლიკელები უკვე დაიმუქრნენ ბაიდენის ორი კანდიდატის დაბლოკვით სახაზინო დეპარტამენტში, თუ ადმინისტრაცია პროექტის შესაჩერებელ სანქციებს არ გაააქტიურებს.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა ბობ მენენდესმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ შეთანხმება არ შედგა და Nord Stream 2 უნდა შეჩერდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ დონაჰიუ