LIVE

ბიტკოინის ფასი საკვანძო $40,000-იან ნიშნულს გადასცდა

01 აგვ 202114:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
ბიტკოინის ფასი საკვანძო $40,000-იან ნიშნულს გადასცდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასმა მაისის შუა რიცხვებიდან უმაღლეს დონეს მიაღწია და ზრდის იმპულსს აგრძელებს.

უმსხვილესი კრიპტოვალუტა მე-10 დღეა იზრდება. შაბათს ის $42,390-მდე ივაჭრებოდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 20 მაისის შემდეგ.

ბიტკოინი, რომელიც აპრილის შუა რიცხვებიდან $65,000-დან დაეცა, ახლა უკვე ერთ კვირაზე მეტია იზრდება. ელონ მასკისა და ქეისი ვუდის კომენტარებმა ხელი შეუწყო მას კლების ტენდენციისგან თავის დაღწევაში. ამასთან, Amazon.com-ის ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული ვაკანსიის გამოქვეყნება ასევე დაეხმარა ყველაზე მსხვილ კრიპტობალუტას აღდგენაში.

მიუხედავად ამისა, Oanda-ს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა ედუარდ მოამ ფასების ცვალებადობის მიმართ სირთხილეზე ისაუბრა.

”საცალო ინტერესი ძლიერია, ხოლო ინსტიტუციური ინტერესი გარკვეულწილად ჩამორჩება და საჭიროებს ახალ მხარდაჭერას, ბიტკოინის არასტაბილურობა შეიძლება გაიზარდოს შაბათ-კვირას. მოვაჭრეებს არ უნდა გაუკვირდეთ, თუ ის არალეკვიდურ პერიოდში $42,000-იან დონეს მიაღწევს", - განაცხადა მოამ პარასკევის შენიშვნაში.

მიუხედავად ამისა, ამ კვირაში კრიპტოვალუტის ფასი 50 და 100 დღიანი საშუალო მაჩვენებლების ზემოთ ავიდა, 200 დღის განმავლობაში ის, სავარაუდოდ, $44,680-მდე გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი