LIVE

საქართველოს ფოსტის შვილობილი კომპანია აუქციონზე ვერ გაიყიდა

29 ივლ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1070
საქართველოს ფოსტის შვილობილი კომპანია აუქციონზე ვერ გაიყიდა

საქართველოს ფოსტის შვილობილი კომპანია "ჯორჯიან კარგო" აუქციონზე ვერ გაიყიდა

“საქართველოს ფოსტამ" „ჯორჯიან კარგოს” საკონტროლო პაკეტი (51%-იან წილი) 3.5 მილიონ ლარად გასაყიდად 14 ივლისს გამოიტანა. 

აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებული იქნება 2 წლის განმავლობაში 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ამასთან, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საინვესტიციო თანხის მაგივრად შეიტანოს მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები, ავტო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ინვენტარი, რომელიც საჭიროა საერთაშორისო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ბიზნესისათვის.