LIVE

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 20 ათასი ლარით დააჯარიმა

29 ივლ 202115:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ 20 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) "ენერგო-პრო ჯორჯია" 20 ათასი ლარით დააჯარიმა.

კომისიის ინფორმაციით, დაჯარიმების საფუძველი კომპანიის მიერ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრული ინფორმაციის შეყვანა გახდა, რაც კანონდარღვევაა.

"მიმდინარე წლის მარტში მოქალაქემ მომართა სემეკს განცხადებით, რომელშიც მიუთითა რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კობაძეში ხშირი იყო ელექტროენერგიის წყვეტები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მხრიდან. მომხმარებელმა კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის აგვისტოდან 2021 წლის მარტამდე სს „ენერგო-პრო ჯორჯიისგან“ მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების თარიღი ავარიულ გათიშვებთან დაკავშირებით. მომხმარებლის განმარტებით, ელექტროენერგიის გათიშვები გაცილებით ხშირი ხასიათის იყო, ვიდრე ამას ასახავდა კომპანიისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. აღნიშნული დადასტურდა სემეკის მოკვლევის შედეგადაც.

ამასთანავე, გამოვლინდა, რომ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ დაფიქსირებული წყვეტების რაოდენობა იყო არაზუსტი და კომპანიას ელექტრონულ ჟურნალში წყვეტებთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია არ ჰქონდა შეყვანილი,"-წერია სემეკის განცხადებაში.

ამა გარდა, მარეგულირებელში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის დარღვევის განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს გაორმაგებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე.