LIVE

რა ეტაპზეა ვიტალიკ ბუტერინის $1 მილიარდიანი დახმარება ინდოეთისთვის

29 ივლ 202114:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 899
რა ეტაპზეა ვიტალიკ ბუტერინის $1 მილიარდიანი დახმარება ინდოეთისთვის
Bloomberg

ორი თვის შემდეგ, რაც Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა დაახლოებით $1 მილიარდის კრიპტოვალუტა გადასცა ინდოეთის Covid დახმარების ფონდს, დაახლოებით $20 მილიონია გადახდილი.

ნიუ დელიში მცხოვრები მეწარმე სანდიპ ნაილვალი, რომელმაც ინდოეთის Covid Crypto Relief ფონდი დააარსა ამბობს, არალიკვიდური აქტივის განაღდება, მთავრობის წესების დაცვასა და ფულის სწორ ადგილას მიტანას შორის, მარტივი არ არის.

ბუტერინის საჩუქარმა, Shiba Inu-ს 50 ტრილიონმა მონეტამ ღირებულების 50%-იანი ვარდნა განიცადა, თუმცა ნაილვალის შეფასებით, ციფრული მონეტები ამ ეტაპზე $400 მილიონს უნდა შეადგენდეს.

ინდოეთის საგარეო კონტრიბუციების რეგულირების აქტის შესაბამისად, ფონდი თანდათან გადააქცევს ჟეტონებს დოლარად და შემდეგ რუპიებად, ამ დროისთვის დაახლოებით 80% დასრულებულია.

ნაივალმა, რომელმაც ფონდი აპრილში შექმნა, როცა მომაკვდინებელმა კორონავირუსულმა ტალღამ ინდოეთი მოულოდნელად რეკორდული სიკვდილიანობით გაანადგურა, განაცხადა, რომ ფონდი ახლა ორიენტირებულია სამომავლო აღდგენაზე. მან შემოწირულობები გადასცა ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქვეყნის მასშტაბით საკვების განაწილებაში და მინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებს პაციენტებისთვის, რომლებიც ინდოეთის სოფლებში ვირუსის მძიმე შემთხვევები გადააქვთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სავაშრი გოში