LIVE

"ამბავი": დღეიდან ბარში მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები დაიშვებიან

27 ივლ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2357
"ამბავი": დღეიდან ბარში მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები დაიშვებიან

თბილისში მდებარე ბარი "ამბავი" აცხადებს, რომ დღეიდან ბარში მხოლოდ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები დაიშვებიან. ამიტომ, ადმინისტრაცია სტუმრებს სთხოვს ბარში მისვლისას თან აცრის ბარათი და პირადობის მოწმობა იქონიონ.

"დღეიდან ბარში დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინაციის პროცესში ჩართული პირები. გთხოვთ იქონიოთ ვაქცინაციის მინიმუმ პირველი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა. შეზღუდვის მიზანია ვაქცინაციის მხარდაჭერა და შესაბამისი რისკ-ჯგუფების ინტერესებზე ზრუნვა",- წერია ბარის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მიერ ავტორიზებული 4 ვაქცინით მიმდინარეობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC)-ის ინფორმაციით, 27 ივლისის მონაცემებით ჯამურად 418 398 აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 142 254 ადამიანი.