
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით 18.9 ათასი ტონა ატამი/ვაშლატა გავიდა ექსპორტზე და ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 16 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სამინისტროს ცნობითვე, 2020 წელთან შედარებით ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით, ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 9 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (11,935 ტონა) და სომხეთში (5,872 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (493 ტონა) ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთში (95 ტონა), მოლდოვასა (116 ტონა) და სლოვენიაში (38 ტონა).