LIVE

ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას $34,609-მდე გაიზარდა

25 ივლ 202121:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 833
ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას $34,609-მდე გაიზარდა
Bloomberg

ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას, პირველად მაისის დასაწყისიდან, გადამწყვეტ ტექნიკურ დონეს გადასცდა, მას შემდეგ, რაც Ark Investment- ის კეისი ვუდმა და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა ციფრულ მონეტაზე პოზიტიური კომენტარები გააკეთეს.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა 50 დღიან მოძრაობის საშუალო დიაპაზონს შაბათს პირველად გადასცდა 12 მაისის შემდეგ. კვირას, ზრდის ზედიზედ მეხუთე დღეს, ბიტკოინის ფასმა $34,609-ს მიაღწია.

$30,000-ს ჩამოცდენის შემდეგ ჩანდა, რომ ბიტკოინის ფასს კიდევ უფრო შემცირების საფრთხე ემუქრებოდა. სტრატეგებმა ფართოდ გამოხატეს, რომ ამ დონის შემდეგ ფასი პოტენციურად კიდევ უფრო დაეცემოდა.

თუმცა, ბიტკოინი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ელონ მასკმა, ოთხშაბათს "B Word" კონფერენციაზე თქვა, რომ მას სურს ბიტკოინის წარმატება და მისი კოსმოსური ძიების კომპანია SpaceX-იც ფლობს მას. Ark Investment- ის ვუდმა კი თქვა, რომ კორპორაციებმა უნდა გაითვალისწინონ ბალანსში ბიტკოინის დამატება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი