
NASA-მ იუპიტერის მთვარის სამეცნიერო კვლევის დასაწყებად ილონ მასკის SpaceX Falcon Heavy რაკეტა შეარჩია.
Europa Clipper-ის მისიის კონტრაქტის ღირებულება, რომლის დაწყება 2024 წლის ოქტომბერში არის დაგეგმილი, $178 მილიონია, ნათქვამია აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის განცხადებაში. მოგზაურობას ხუთი წელი დასჭირდება.
იუპიტერის მთვარის, ევროპას კვლევა NASA-ს სამეცნიერო მიღწევებში შედის. იუპიტერის მთვარეზეა მარილიანი წყლი, რომელიც ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ მდებარეობს. NASA-ს თქმით, კოსმოსური ხომალდი Europa Clipper შექმნის ზედაპირის მაღალი რეზოლუციის სურათებს, განსაზღვრავს მთვარის შემადგენლობას და შეისწავლის გეოლოგიურ აქტივობას, მოიძიებს მიწისქვეშა ტბებს, გაზომავს მთვარის გარსს და განსაზღვრავს ოკეანის სიღრმესა და მარილიანობას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმანი