
ესპანეთი განვითარებულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად გახდომის გზას ადგას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა და დასძინა, რომ პოსტ-პანდემიური აღდგენის დაჩქარებასთან ერთად, ეს ზრდა მის ადმინისტრაციას ქვეყნის მოდერნიზებაში დაეხმარება.
”საერთაშორისო ინსტიტუტების ყველა პროგნოზი და ჩვენივე პროგნოზები, რომლებიც გვაქვს ეკონომიკური ზრდისთვის მიმდინარე წელს 6%-ს, ხოლო მომავალი წლისთვის 7%-ს გვაჩვენებს. აღდგენის პროცესში ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ეკონომიკა განვითარებულ მსოფლიოში”,- განაცხადა სანჩესმა Reuters-თან ინტერვიუში.
ესპანეთის ეკონომიკა 2020 წელს თითქმის 11%-ით შემცირდა, რაც ევროკავშირში ყველაზე მკვეთრი შემცირებაა. ეს ხელს შეუწყობს მკვეთრ ეკონომიკურ აღდგენას მიმდინარე და შემდეგ წელს. პროცესს ნაწილობრივ დაეხმარება ევროკავშირის აღდგენის სახსრებიდან 140 მილიარდი ევრო, რომელიც მადრიდის მიხედვით, ექვსი წლის განმავლობაში ესპანეთის ეკონომიკის გამწვანების, გაციფრულებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით დაიხარჯება.
სანჩესის თქმით, მისი ადმინისტრაციის მიზანია მილიარდობით დოლარის კერძო სექტორის სახსრების მობილიზება ესპანური და უცხოური ფირმებისგან, რათა დამატებითი იმპულსი უზრუნველყონ ესპანეთის ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის.
სანჩესი სამდღიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, რათა ფირმები ესპანეთში ინვესტიციების ჩადებით დააინტერესოს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი Netflix- ის, HBO-სა და Disney-ს აღმასრულებელ დირექტორებს და BlackRock-ის თავმჯდომარეს ლარი ფინკს შეხვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენეტ ნეუმანი