LIVE

ინდოეთში ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

22 ივლ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 873
ინდოეთში ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
Bloomberg Creative Photos

ინდოეთში ფრინველის გრიპით პირველი ადამიანი, 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ადგილობრივმა მედიამ, მათ შორის Hindustan Times-მა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიჭი H5N1 შტამით იყო ინფიცირებული.

ინფიცირებულ ბიჭს ჰქონდა სიცხე, ხველა და სუნთქვის სირთულე. ის 2 ივლისს მოათავსეს AIIMS-ის სახელმწიფო საავადმყოფოში. მას მრავალი ორგანოს დისფუნქცია ჰქონდა და 12 ივლისს გარდაიცვალა.

უკვე მოხდა ინფიცირებული ახალგაზრდის კონტაქტების მოკვლევა და ოჯახის წევრები, ახლო კონტაქტები და ჯანდაცვის მუშაკები მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე, მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ.

ფრინველის გრიპი ძირითადად გვხვდება შინაურ ფრინველებში, როგორიცაა ქათამი და ინდაური. მიუხედავად იმისა, რომ H5N1 ვირუსი ადვილად არ აინფიცირებს ადამიანს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს, თუ ის ადამიანებს შორის ადვილად ვრცელდება. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) მონაცემებით, ადამიანთა შორის ინფექციის გავრცელებამ, შესაძლოა მძიმე დაავადებები და მაღალია სიკვდილიანობა გამოიწვიოს.

2021 წლის დასაწყისში ათასობით გარეული ფრინველი მკვდარი იპოვნეს და ათიათასობით შინაური ფრინველი მოკლეს მას შემდეგ, რაც ინდოეთის რამდენიმე შტატი ფრინველის გრიპის შემთხვევების მასიურმა ტალღა მოიცვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბიბჰუდუტ პრადაჰანი და ატულ პრაკაში