LIVE

პრემიერი მოქალაქეებს: გთხოვთ აიცერით, ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

20 ივლ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1026
პრემიერი მოქალაქეებს: გთხოვთ აიცერით, ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს

ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, მთავრობამ ქვეყანაში იმაზე მეტი ვაქცინის შემოტანა უზრუნველყო, ვიდრე საჭიროა და ამოცანაა, რომ 2-3 თვეში მილიონ-ნახევარი მოქალაქე აიცრას.

“ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი ვაქცინა, ვიდრე საჭირო იყო. Pfizer-ის მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო. გუშინ წინ შემოვიდა ნახევარი მილიონი ჩინური Sinovac-ი, ანუ მილიონ-ნახევარი გვაქვს ადგილზე და ამდენივე შემოვა.

მინდა მოქალაქეებს თხოვნით მივმართო, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ 11 000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არაა. დღეში 20 000 – 30 000 აცრაზე თუ არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. დღეს 2616 შემთხვევა გვქონდა, რაც საგანგაშოა. გვინდა რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ და ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორე მხრივ, ერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას, გთხოვთ, აიცერით. თუ მთავრობას მოქალაქეები მხარში არ დაუდგებიან, მარტო ვერაფერს გავაკეთებთ. ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს“,- აღნიშნა პრემიერმა.