LIVE

OPEC+-ის მოლაპარაკების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

05 იან 202101:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 427
OPEC+-ის მოლაპარაკების პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა
Andrey Rudakov/Bloomberg

OPEC+-ის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების მეორე რაუნდი დღეს გაიმართება. წევრთა უმეტესობა, მათ შორის საუდის არაბეთი, ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიერ თებერვლის თვეში ნავთობის მარაგების გაზრდის წინადადებას.

მინისტრები მეორე შეხვედრამდე ორმხრივ მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს საკუთარ მთავრობებთან გამართავენ. მოლაპარაკებების მოულოდნელი გახანგრძლივება ეჭვქვეშ აყენებს წარმოებისა და მიწოდების ზრდას, რასაც ბაზარი თებერვალის თვიდან ელოდა.

უთანხმოებაა საუდის არაბეთსა და რუსეთს, OPEC +-ის ორ ფაქტობრივ ლიდერს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი უმცირესობაში აღმოჩნდა, როგორც წესი ჯგუფი გადაწყვეტილებას კომპრომისის წესით იღებს. კომპრომისის მიუღწევლობა იშვიათია, მაგრამ 2020 წელს ფასების ომის გათვალისწინებით, შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.

მიწოდების ზრდის მომხრეების მთავარი არგუმენტი ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ ფასების დასტაბილურებაა. ამ პოზიციას იზიარებენ საუდის არაბეთი, ალჟირი, ნიგერია, ომანი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.   

რუსეთი და ყაზახეთი კი მიუთითებენ, რომ ვირუსის ახალი შტამის გამოჩენის ფონზე მთელ რიგ ქვეყნებში კვლავ მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვები. შესაბამისად, ნაადრევია იმის თქმა, თუ როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკის მთავარ დარგებზე. ტურიზმისა და დასვენების ინდუსტრიისთვის კი კრიზისამდელ დონეზე დაბრუნებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სალმა ელ ვარდანი, დინა ხრენიკოვა, ხავიერ ბლასი და გრანტ სმიტი