LIVE

OPEC+ ნავთობის მოპოვებას გაზრდის

18 ივლ 202115:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
OPEC+ ნავთობის მოპოვებას გაზრდის
Bloomberg

OPEC და მისი მოკავშრეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მომარაგება ბაზარზე ეტაპობრივად გაიზრდება. საუდის არაბეთმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გადაწყვიტეს დავა, რომელიც ამ დრომდე გარიგებას ხელს უშლიდა.

დელეგატების თქმით, კარტელი მიწოდებას დღეში 400,000 ბარელით გაზრდის აგვისტოდან ყოველ თვე, სანამ მისი შეზღუდული მიწოდება მთლიანად არ აღდგება. გარიგება ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ერაყს, ქუვეითს და რუსეთს უფრო მაღალ საექსპორტო კვოტებს მიანიჭებს 2022 წლის მაისიდან.

მიღწეული შეთანხმება შეამსუბუქებს მომარაგების შესაძლო შესუსტებას და შეამცირებს ნავთობის ფასის ინფლაციური ზრდის ტემპის რისკს.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასები გასულ კვირას Covid-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელების შიშის გამო დაეცა, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო გაფრთხილებას იძლევა, რომ ბაზარს OPEC+-ისგან მეტი ნავთობი სჭირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გრანტ სმიტი და ჰავიერ ბლასი