LIVE

WHO ჩინეთის იმ ლაბორატორიების აუდიტს ითხოვს, სადაც COVID-19 აღმოაჩინეს

17 ივლ 202121:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 903
WHO ჩინეთის იმ ლაბორატორიების აუდიტს ითხოვს, სადაც COVID-19 აღმოაჩინეს
Laurent Gillieron/Keystone via AP

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ჩინეთის იმ ლაბორატორიების შემოწმებას მოითხოვს, სადაც COVID-19-ის პირველი შემთხვევები გამოვლინდა.

ინიციატივა ტედროს ადანომ გებრეისუსმა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს წამოაყენა.

გებრეისუსის თქმით, რომ გამოძიების წინსვლისთვის აუცილებელია “შესაბამისი ლაბორატორიებისა და კვლევითი ინსტიტუტების აუდიტი, რომლებიც მოქმედებენ იმ რეგიონში, სადაც ვირუსის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა”. პირველი შემთხვევა კი ვუჰანში, ჰუბეის ცენტრალურ პროვინციაში გამოვლინდა.

WHO-ს ხელმძღვანელმა ჩინეთს მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ნედლ მონაცემებზე წვდომა გამოწვევა იყო საერთაშორისო გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გაემგზავრა ქვეყანაში COVID-19-ის წყაროს შესასწავლად. 

“ველით, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს სამეცნიერო პროცესის ახალ ფაზას ყველა შესაბამისი მონაცემის გამჭვირვალობის სულისკვეთებით გაზიარებით. ანალოგიურად, ჩვენ ველით, რომ ყველა წევრი სახელმწიფომ მხარს დაუჭერს სამეცნიერო პროცესს მისი პოლიტიზებისგან თავის შეკავებით”, - განაცხადა გებრეისუსმა.

ლაბორატორიული აუდიტის გარდა, WHO-ს სურს ჩაატაროს “ინტეგრირებული კვლევები ადამიანებზე, ველურ ბუნებაზე, ცხოველებსა და გარემოზე” და “კვლევები, რომლებიც პრიორიტეტს მიანიჭებს გეოგრაფიულ ადგილებს, სადაც SARS-CoV-2 მიმოქცევა ადრეული და მომიჯნავეა. ტერიტორიებზე, სადაც ადგილი ჰქონდა SARS-თან დაკავშირებული კორონავირუსის (SARSr-CoV) გავრცელებას არაადამიანურ რეზერვუარებში”.

ორგანიზაცია ასევე ითხოვს “კვლევებს, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველების ბაზრებთან ვუჰანში და მის შემოგარენში, მათ შორის ხუანანის საბითუმო ბაზარზე გაყიდული ცხოველების შესახებ”.

თავის მხრივ, ჩინეთი ავითარებს ვერსიას, რომლის მიხედვით, ვირუსი წარმოშობილი არ არის ჩინეთში, რაც ხელს უწყობს ვარაუდს იმის შესახებ, რომ ის შესაძლოა ქვეყანაში გაყინული ზღვის პროდუქტებით იყოს შეტანილი.