
Netflix-ი სატელევიზიო შოუებისა და ფილმების მიღმა ფართოვდება. პლატფორმა ახლო მომავალში მომხმარებლებს ვიდეო თამაშებს შესთავაზებს. ამ მისიის შესასრულებლად Netflix-მა Electronic Arts-ის და Facebook-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მაიკ ვერდუ დაიქირავა.
ვერდუ Netflix-ში თამაშების განვითარების ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს და მთავარი საოპერაციო მენეჯერის, გრეგ პიტერსის დაქვემდებარებაში იმუშავებს.
ვერდუ იყო Facebook-ის ვიცე პრეზიდენტი და დეველოპერებთან Oculus-ის ვირტუალური რეალობის ჰედსეთებისთვის თამაშებისა და სხვა შინაარსის შესაქმნელად მუშაობდა.
კომპანია ვიდეო თამაშების შეთავაზებას შემდეგი წლის განმავლობაში Netflix-ის არსებულ სტრიმინგ პლატფორმაზე გეგმავს. თამაშები მომსახურების ამჟამინდელ ღირებულებაში შევა.
მას შემდეგ, რაც Bloomberg-მა ახალი ამბავი გამოაცხადა, ვაჭრობაში Netflix-ის აქციების ფასმა 3,3%-ით მოიმატა და $566 დოლარი შეადგინა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ