LIVE

Apple-ი ახალი iPhone-ის წარმოებას 2021 წლისთვის 20%-ით გაზრდის

16 ივლ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1080
Apple-ი ახალი iPhone-ის წარმოებას 2021 წლისთვის 20%-ით გაზრდის
Bloomberg

Apple-ი მიმდინარე წელს ახალი თაობის 90 მილიონ iPhone-ს შექმნის, რაც 2020 წლის წარმოებასთან შედარებით მკვეთრი ზრდაა.

კუპერტინოში, კალიფორნიაში დაფუძნებული ტექნოლოგიური გიგანტი ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 75 მილიონი ერთეული მოწყობილობის წარმოებას ინარჩუნებდა. 2021 წლის განახლებული პროგნოზი იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია Covid-19 ვაქცინაციის შემდეგ გაზრდილ მოთხოვნას ელის.

შემდეგი iPhone-ი იქნება Apple-ის მეორე 5G პროდუქტი, რაც მომხმარებლებს განახლებისკენ უბიძგებს.

როგორც საკითხთან დაახლოებული პირები აცხადებენ, iPhone-ის წლევანდელი განახლება უფრო ფუნდამენტური იქნება, ვიდრე შარშანდელი iPhone 12, რაც ძირითადად პროცესორის, კამერისა და ეკრანის გაუმჯობესებას გულისხმობს.

Apple-ი ასევე გეგმავს განაახლოს ყველა მიმდინარე მოდელი, რომელიც მოიცავს როგორც 5.4-ინჩიან და 6.1-ინჩიან რეგულარულ ვერსიებს, ისე 6.1-ინჩიან და 6.7-ინჩიან Pro მოდელებს.

D16, D17, D63 და D64, კოდური სახელწოდების მქონე ტელეფონების გამოსვლის შესახებ კომპანია, სავარაუდოდ, სექტემბერში განაცხადებს. 

წარმოების გაფართოების შესახებ iPhone-ს გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ, კომპანიის აქციებმა რეკორდულ ღირებულებას მიაღწია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დები ვუ და მარკ გურმანი