LIVE

ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა

16 ივლ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1405
ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“ ბრიტანეთის ბაზარზე შევიდა

ქართული გაზირებული გამაგრილებელი სასმელი „კაი“ ექსპორტზე გადის. როგორც მწარმოებელი კომპანია „ბოტანისტის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჯირკვალიძემ, „ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, „ კაის“ პირველი პარტია ექსპორტზე დღეს გაიგზავნება.

„ეს არის პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი, რომლის შემადგენლობაშიც უნიკალური მცენარეებია. დღეს ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის პირველ პარტიას ვაგზავნით. ჯერ-ჯერობით დიდი მოცულობა არაა, თუმცა ამ მიმართულებით აუცილებლად გავაქტიურდებით. ახლო მომავალში ექსპორტს კანადაში და რუსეთშიც ვიწყებთ“,- აცხადებს გიორგი ჯირკვალიძე.

გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს კომპანიის წარმოების 70% ლოკალურ ბაზარზე, ხოლო 30% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

სასმელი 16 ბიო მცენარის (ასკილი, ალოე, ჯანჯაფილი და ასე შემდეგ) ნაყენებისგანაა დამზადებული.