
პანდემიამ კარტოფილი ფრის ბაზარი საქართველოში 2/3-ით შეამცირა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „ფრეკოს“ დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განუცხადა, ჰორეკა სექტორის ნაწილი ისევ გაჩერებულია და შესაბამისად, რეალიზაციაც შემცირდა.
„ჩვენ ვახდენთ დაახლოებით 1200 ტონა კარტოფილის გადამუშავებას, საიდანაც ვიღებთ 500-600 ტონა მზა პროდუქციას. სარესტორნო და ჰორეკა სექტორი ჯერ მთლიანად არ არის აღდგენილი, სტაგნაციაშია. რესტორნების დაახლოებით 40% დაკეტილია. შესაბამისად, ფრის ბაზარი 2/3-ით შემცირდა“,- აცხადებს ქურდაძე.
მისი თქმით, სტაგნაციაა ექსპორტის მიმართულებითაც. პანდემიამ აზერბაიჯანსა და სომხეთში „ფრეკოს“ პროდუქციის ექსპორტი გაურკვეველი ვადით გადადო. რაც შეეხება იმპორტს, ქურდაძის თქმით, 2017 წლიდან დღემდე „ფრეკომ“ 2 მილიონი ლარის ღირებულების იმპორტის 10-12%-ის ჩანაცვლება მოახერხა.