LIVE

Goldman Sachs: სახლიდან მუშაობა პროდუქტიულობას ზრდის

18 ივლ 202120:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
Goldman Sachs: სახლიდან მუშაობა პროდუქტიულობას ზრდის
Bloomberg

Goldman Sachs-ის ანალიზის მიხედვით, Covid-19-ის პანდემია პროდუქტიულობის ზრდას აშშ-ს ეკონომიკაში სამუშაო ადგილების გაციფრულებით აძლიერებს.

კრიზისის დაწყების შემდეგ, წარმოება საათში 3,1%-ით გაიზარდა წლიურად, წინა ბიზნეს ციკლის 1,4%-თან შედარებით, - ნათქვამია ბანკის ეკონომისტების წერილში.

”პროდუქტიულობის უფრო ძლიერი ზრდა იყო პანდემიის ერთ-ერთი დადებითი მხარე” - ამბობს Goldman Sachs-ი.

ეს მიღწევები ყველაზე თვალსაჩინოა სექტორებში, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ ვირტუალური შეხვედრებით და სადაც პირად ხარჯებს, როგორიცაა მოგზაურობა და გართობა, კრიზისის დროს შემცირების შესაძლებლობა ჰქონდა. ზრდაში მოწინავე სექტორებია ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროფესიონალური მომსახურება და საბითუმო ვაჭრობა. ინტერნეტ მაღაზიებმა პროდუქტიულობა გაზარდეს საცალო სექტორში.

იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა დასაქმბეულებსა და კომპანიებში, ხშირად გლობალური ზრდის ერთ-ერთ უდიდეს დაბრკოლებად მიიჩნევა.

სახლიდან მუშაობის შესაძლებლობის მიღწევები აშკარაა, ბოლო კვლევამ აშშ-ს ეკონომიკაში პროდუქტიულობა 5%-ით გაიზარდა, ძირითადად გადაადგილებისთვის საჭირო დროის დანაზოგის გამო. თუმცა, ამავე კვლევის თანახმად, მიღწევები არაპროპორციულად მაღალი იყო განათლებული და კარგად ანაზღაურებადი დასაქმებულებისთვის, რადგან ბევრი დაბალ ანაზღაურებადი სამსახური დისტანციურად ვერ მოქმედებდა.

Goldman-ის ეკონომისტების ანალიზის მიხედვით სამუშაო ადგილების სრულად გახსნით, სავარაუდოდ, პროდუქტიულობის ზრდა არ დაიკარგება.

”თუ სამუშაო ადგილების გაციფრულების მიღწევები ნამდვილად მდგრადია, კორპორატიული საოფისე შენობების გახსნა და პირისპირი ეკონომიკა არ უნდა უკავშირდებოდეს ამ ტენდენციების შეჩერებას ან შეცვლას”, - წერენ ისინი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ედნა კურანი