იტალიის სენატმა სენატის არჩევნებში კენჭისყრის ასაკის 25 წლიდან დან 18 წლამდე შემცირებას მხარი დაუჭირა. ამით კი გზა გაუხსნა ოთხ მილიონზე მეტ ახალგაზრდას.
18 წლის იტალიელებს უკვე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნებში.
თუ მომდევნო სამი თვის განმავლობაში თითოეული პალატის დეპუტატების საკმარისი რაოდენობა მოიწონებს ინიციატივას, ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფერენდუმი ზედა საკანონმდებლო პალატის ხმის მიცემის ახალი ასაკის დასადასტურებლად.
ფედერიკო დ'ინკამ, საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრმა და პოპულისტური 5-Star Movement-ის წევრმა, განაცხადა, რომ სენატში ხმის მიცემის ასაკის შემცირება “ხელს უწყობს ახალი თაობების მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში”.
5-Star Movement ამჟამად ყველაზე მეტ ადგილს იკავებს იტალიის საკანონმდებლო ორგანოში და პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის კოალიციური მთავრობის პარტნიორია. იტალიაში მომდევნო არჩევნები 2023 წელს ჩატარდება.