LIVE

როგორია მევენახეობის ხარჯები საქართველოში?

09 ივლ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1122
როგორია მევენახეობის ხარჯები საქართველოში?

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ გათვლებით, რქაწითელის მოვლა-პატრონობა ორგანული მეურნეობის შემთხვევაში 7075 ლარი, ხოლო კონვერციულ მეურნეობაში 6450 ლარი ჯდება. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა, გიორგი ბარისაშვილმა განუცხადა, ვენახის 1 ჰექტარზე გაშენება საქართველოში დაახლოებით 15-20 ათასი დოლარი ჯდება.

„თუ მევენახე მარნის მოწყობასაც განიზრახავს, ამისათვის დამატებით, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარიც დასჭირდება. ვენახი სრულ მოსავალს გაშენებიდან 4-5 წელში იძლევა და ეს ჰექტარზე დაახლოებით 8 ტონა ყურძენს, ანუ  6-7 ათას ბოთლ ღვინოს ნიშნავს. თუ  გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1 ბოთლ ღვინოზე სუფთა მოგება ევროპის ბაზარზე ყველა ხარჯის გამოკლებით 20-25 ლარია, გამოვა, რომ 6 ათასი ბოთლის გაყიდვის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი დაახლოებით 120 ათას დოლარს მიაღწევს“,- აცხადებს ბარისაშვილი.

მისი თქმით, $120 ათასი გარკვეულწილად პირობითი თანხაა, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ღვინის ხარისხზე, მარკეტინგზე, ბაზრის სპეციფიკაზე და შესაბამისად, გაყიდული ბოთლების რაოდენობაზე.