LIVE

დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა ოპტიკური სათვალის საჭიროებას გაზრდის

13 ივლ 202122:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
დისტანციურ სამუშაოზე გადასვლა ოპტიკური სათვალის საჭიროებას გაზრდის
STR/AFP

დისტანციური მუშაობის პერიოდში, როცა ლეპტოპთან, მობილურ ტელეფონთან თუ ტელევიზორის ეკრანთან გატარებული დრო მნიშვნელოვნად გაიზარდა, თქვენს თვალებს ვარჯიში მოაკლდა და შესაძლოა, მხედველობაც გაგიუარესდათ.  

მიოპია ანუ ახლომხედველობა ან შორსმხედველობა პანდემიის პერიოდში აქტუალური პრობლემა გახდა. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს. 

"ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალი" JAMA Opthamology-ში წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევით, ჩინეთიდან მიღებული მონაცემებით, 2020 წელს, 2015-დან 2019 წლამდე პერიოდში, 6-დან 13 წლამდე ბავშვებში მიოპიის შემთხვევები სამჯერ გაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის ოპტომეტრისტთა კოლეჯის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული მონაცემებით,  ბრიტანელების თითქმის მესამედი (31%) აცხადებს, რომ პანდემიის დროს მხედველობა გაუუარესდა, მაშინ, როცა იგივეს 2020 წლის ივნისში 22% უჩიოდა.

ახლომხედველობა თვალთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მიოპიის პრევალენტობა იზრდება და 2050 წლისთვის ის მოსახლეობის 52%-ს შეეხება.

სათვალეების გლობალური ბაზარი 2020 წელს $147 მილიარდად შეფასდა და სავარაუდოდ, ამ ათწლეულის განმავლობაში წლიური განაკვეთი კიდევ 8,5%-ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დროს მაღაზიების დახურვა სათვალეების გაყიდვას ზიანს აყენებს, Covid-ის კვალდაკვალ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს სათვალის გამოყენებას ან ცვლის მის ნომერს. 

თუ თქვენც ეკრანთან დიდ დროს ატარებთ, სპეციალისტები 20-20-20 წესის დაცვას გვირჩევენ, რაც ნიშნავს, რომ ყოველ 20 წუთში შეისვენეთ 20 წამით და 20 ფუტის (6 მეტრი) დაშორებით შეხედეთ საგანს. ეს მხედველობის გაუარესებისგან და ახალი სათვალის შეძენის ხარჯისგან დაგიცავთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტერეზ რაფაელი