LIVE

ტოკიოს ოლიმპიადა სავარაუდოდ, მაყურებლის გარეშე ჩატარდება

08 ივლ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 719
ტოკიოს ოლიმპიადა სავარაუდოდ, მაყურებლის გარეშე ჩატარდება
Kiyoshi Ota/Bloomberg

იაპონიაში სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რის გამოც გულშემატკივრები და მაყურებლები ოლიმპიადაზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

ვირუსების პოლიტიკის მმართველმა იასუტოში ნიშიმურამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონსულტაციო კოლეგიამ დედაქალაქსა და სამ მეზობელ პრეფექტურაში 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც თამაშების მთელ პერიოდს მოიცავს. საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს. 

საგანგებო მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს ოლიმპიადის გაუქმებას, რომელიც 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაგრძელდება, რადგან საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, მაყურებლების გარეშე ჩაატარონ ღონისძიებები.

ხუთშაბათს ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი ჩავიდა, რომელიც გულშემატკივრების დასწრებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელ რეინოლდსი