LIVE

ბრიტანეთის პასპორტი ისეთივე ღირებულია, როგორც უზბეკეთის - ახალი რეიტინგი

08 ივლ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 858
ბრიტანეთის პასპორტი ისეთივე ღირებულია, როგორც უზბეკეთის - ახალი რეიტინგი
Bloomberg

ბრიტანეთს, აშშ-სა და იაპონიას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტები აქვთ, მაგრამ პანდემიის გავლენით ეს შეიცვალა.

Henley Passport Index-ის თანახმად, ფრენებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა უვიზო მიმოსვლის მიმართულებები შეამცირა და ახლა განვითარებული ქვეყნების პასპორტები ისეთივე ღირებულია, როგორც განვითარებადი ქვეყნების.

იაპონური პასპორტით, რომელიც რეიტინგში პირველ ადგილზეა, უვიზოდ 193 ქვეყანაშია შესვლა შესაძლებელი, თუმცა კოვიდთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა იაპონური პასპორტის გამოყენების არეალი 75 ქვეყნამდე შეზღუდა და ყაზახეთის პასპორტის მაჩვენებელს გაუთანაბრა.

მეორე ადგილზეა სინგაპური, რომლის პასპორტიც უვიზოდ წვდომის შესაძლებლობას 192 მიმართულებაზე იძლეოდა, პანდემიის გავლენით კი ეს მაჩვენებელი 70-მდე შემცირდა და დომინიკის რესპუბლიკის მაჩვენებელს გაუტოლდა.

გაერთიანებული სამეფო და აშშ ინდექსით მე-7 ადგილზეა უვიზო წვდომის 187 თეორიული მიმართულებით, თუმცა მოქმედი სამგზავრო აკრძალვების ფონზე, გაერთიანებული სამეფოს პასპორტის მფლობელებს აქვთ წვდომა 60-ზე ნაკლებ დანიშნულების ადგილზე და მისი პასპორტი ისეთივე ძლიერია, როგორც უზბეკეთის. აშშ კი ამ მიმართულებით რუანდას უთანაბრდება.

Henley&Partners-ის თავმჯდომარის, კრისტიან კაელინის განცხადებით, აშკარაა, რომ გლობალური მობილობა წელსაც სერიოზულად შეფერხდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შიხო ტაკეზავა