LIVE

ლამბდა შტამი - რა ვიცით Covid-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ

07 ივლ 202113:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1580
ლამბდა შტამი - რა ვიცით Covid-19-ის ახალი ვარიანტის შესახებ

კორონავირუსის უახლესი ვარიანტი, სახელწოდებით ლამბდა, მინიმუმ 27 ქვეყანაში ფიქსირდებაშტამი გასულ წელს აგვისტოში პერუში აღმოაჩინეს და ამ დრომდე განსაკუთრებით გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას” შტამი “შემაშფოთებელი ვარიანტების” სიაში ჯერ კიდევ არ შეუყვანია. WHO მას "ინტერესის სიაში" ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გადამდებია ან მრავალ ქვეყანაში ფიქსირდება.

“პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის” (PAHO) თანახმად, პერუში ლამბდა დომინანტი შტამია. მაისსა და ივნისში პერუში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 82% ლამბდაზე მოდის.

მაშინ, როცა პერუში ის დომინანტი შტამია, ლამბდაზე ჩილეში მაისსა და ივნისში აღწერილი ახალი შემთხვევების 31% მოდის. ამის გამო, PAHO-ს თანახმად, არ არსებობს ნათელი მტკიცებულება, რომ ის უფრო გადამდები ვარიანტია. 

“შესაძლოა, მისი გადაცემის უნარი გაიზარდოს. ეს ფენომენი კარგად  შესწავლილი არ არის და ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ სხვა ისეთ ვარიანტებს, როგორებიცაა გამა და დელტა”, ამბობს PAHO-ს რეგიონული მრჩეველი, ჟაირო მენდეზი.

შტამის რამდენიმე შემთხვევას ადასტურებს ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და დასძენს, რომ შესაძლებელია, ის უფრო ადვილად გავრცელებადი გახდეს, თუმცა დასკვნისთვის მეტი კვლევაა საჭირო.

NYU Grossman-ის მედიცინის სკოლის კვლევის მიხედვით, არსებული ვაქცინები შტამის მიმართ ეფექტიანია, თუმცა კვლევას პროფესიული რეფერირება (peer review) ჯერ არ გაუვლია.