LIVE

ჩიპების კრიზისი ავტო მწარმოებლების გაყიდვებს მნიშვნელოვნად ამცირებს

11 ივლ 202120:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 702
ჩიპების კრიზისი ავტო მწარმოებლების გაყიდვებს მნიშვნელოვნად ამცირებს
Bloomberg

Daimler-ი და Jaguar Land Rover-ი გახდნენ ავტომობილების უკანასკნელი მწარმოებლები, რომლებიც ნახევარგამტარების გლობალური დეფიციტის გამო შემცირებული გაყიდვების შესახებ აკეთებენ განცხადებას. Jaguar Land Rover-ი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მეორე კვარტალში მიწოდება 50%-ით უარესი იქნება, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული.

საავტომობილო ჩიპების დეფიციტი, რომელიც დეკემბერში დაიწყო, პანდემიის ფონზე პირად მოწყობილობებზე მომხმარებელთა გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება, რაც 2021 წლამდე გაგრძელდა და შესაძლოა მომავალ წელსაც აქტუალური იყოს. ნახევარგამტარების დეფიციტი ავტო ინდუსტრიას $110 მილიარდიანი დაუჯდება, რაც ავტომობილების გაყიდვებზე აისახება. დეფიციტმა ასევე აიძულა ავტო მწარმოებლები გადახედონ გზებს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ ელექტრონულ კომპონენტებზე წვდომა, რომლებიც თანამედროვე ავტომობილების დიზაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.

Mercedes-Benz-მა, ფუფუნების მანქანების მსოფლიოს უდიდესმა ბრენდმა, ასევე განაცხადა, რომ ჩიპების ნაკლებობის გამო მიწოდება მეორე კვარტლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც მოთხოვნის 27%-იან ზრდას აფერხებს. ბრენდმა დასძინა, რომ დეფიციტი განსაკუთრებით მწვავე იყო გასულ თვეში და ავტომობილების მწარმოებელს მიწოდების ჯაჭვის კრიზისი მომდევნო ორი კვარტლის განმავლობაში ელოდება.

ჩიპების კრიზისის შედეგად, წარმოება შემაცირა ჩინეთის უდიდესმა საავტომობილო მწარმოებელმაც. SAIC Motor-მა პირველ ნახევარში საბითუმო ვაჭრობის ტარგეტი 500,000 ავტომობილით შეამცირა. სხვა საავტომობილო მწარმოებლებმა, მათ შორის Nissan Motor-მა, Hyundai Motor-მა და Volkswagen-მა ასევე გააფრთხილეს მომხარებლები, რომ ამ ზაფხულს გაყიდვები შემცირდება.

ავტომობილების გაყიდვები მკვეთრად შეიცვალა უარესრობისკენ აშშ-შიც. აპრილში 18,6 მილიონი ავტომობილიდან, თითქმის რეკორდული წლიური ტემპით გაყიდვები მაისში 17,1 მილიონამდე შენელდა, ივნისში კი 15,7 მილიონამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანურაგ კოტოკი