LIVE

Credit Suisse და JPMorgan-ი მდგრადი კვების ფონდს ქმნიან

11 ივლ 202113:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 965
Credit Suisse და JPMorgan-ი მდგრადი კვების ფონდს ქმნიან
David Gray/Bloomberg

მდგრადი კვების მიმართულების გასაძლიერებლად, საინვესტიციო ბანკები Credit Suisse Group-ი და JPMorgan Chase & Co ფონდს ქმნიან და ახალი ინვესტიციის სტრატეგიის შემუშავებაზე ერთობლივად მუშაობენ. 

ფონდი ინვესტიციას განახორციელებს საზოგადოებრივ კომპანიებში, რომლებიც მიმართულია ნუტრიციის, ჯანდაცვის, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ხელშეწყობისკენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კვების სოციალურ და ეკოლოგიურ ასპექტებზე, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

Credit Suisse–ის სპიკერის თქმით, ბანკები ფონდის ამოქმედებას წლის ბოლომდე გეგმავენ. მასთან დაკავშირებული ფინანსური დეტალები ამ დრომდე ცნობილი არ არის. 

ახალი ფონდი მიმართულია უმნიშვნელოვანესი გლობალური პრობლემისადმი. მსოფლიოში თითქმის 700 მილიონი ადამიანი არასაკმარისად იკვებება, ხოლო 1,8 მილიარდს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს.

კვების სისტემები პასუხისმგებელნი არიან სათბურის გაზების ემისიების 20%-ზე და მათზე მსოფლიოში მტკნარი წყლის მოხმარების 90%-ზე მეტი მოდის.

Credit Suisse-ის გლობალურმა ინვესტიციების ოფიცერი, მაიკლ სტრობაკი ამბობს, რომ ახალი სტრატეგიის მიზანია ადამიანების გამოკვებასა და პლანეტის დაცვაში პოზიტიური წვლილი შეიტანოს.

Credit Suisse-სთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მდგრადი კვების განვითარების მიზნით მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ბანკმა BlackRock-სთან მსგავს საინვესტიციო პროექტზე ითანამშრომლა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალასტერ მარში