LIVE

კრემლი: რუსეთი ტაჯიკეთის დასახმარებლად მზადაა

06 ივლ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1135
კრემლი: რუსეთი ტაჯიკეთის დასახმარებლად მზადაა
AP

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტაჯიკ და უზბეკ კოლეგებს ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე ტელეფონით ესაუბრა. უწყების ვებგვერდის თანახმად, რუსეთის ლიდერი ტაჯიკეთის ხელისუფლებას დახმარებას დაჰპირდა.  

ავღანეთის მოსაზღვრე ცენტრალური აზიის ორი ქვეყნის შეშფოთების მიზეზი ავღანეთში თალიბანის გაძლიერება და აშშ-ის სამხედროების გასვლაა. 

რუსული წყაროების ინფორმაციით, ტაჯიკეთი 20 000 სამხედროთი გააძლიერებს საზღვარს ავღანეთთან, სადაც თალიბანი ავღანეთის 400 რაიონიდან ნახევარზე მეტს აკონტროლებს. აქედან 130 აპრილის შემდეგ დაიკავა. აშშ-მა ავღანეთის დატოვების შესახებ აპრილის შუა რიცხვებში განაცხადა. მისი ძალები ქვეყანას 11 სექტემბრამდე სრულად დატოვებენ.

Bloomberg-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ტაჯიკეთს თავი 1000-ზე მეტმა ავღანელმა სამხედრომ შეაფარა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი