LIVE

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC+-ის შეთანხმების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა

04 ივლ 202116:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 546
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC+-ის შეთანხმების გაგრძელებას მხარი არ დაუჭირა
Bloomberg

არაბთა გაერთიანებული საამიროები OPEC + - ის გეგმას 2022 წლის აპრილამდე გაგრძელდეს შეთანხმება ნავთობის შემცირებული მოპოვების შესახებ, უარს ამბობს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას წარმოების უფრო მაღალი საბაზისო დონე არ ექნება.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ასევე უარყო OPEC + - ის გარიგება, რომლის მიხედვითაც, კარტელის ლიდერები რუსეთი და საუდის არაბეთი მიწოდების გაზრდას მოითხოვდნენ და უკეთესი პირობები მოითხოვა. ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მინისტრებმა მოლაპარაკებები ორშაბათამდე შეწყვიტეს, რის გამოც ბაზარი გაურკვევლობაში აღმოჩნდა და შედეგად ნავთობის ფასი ბარელზე $75-მდე გაიზარდა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ 23 ქვეყნის ჯგუფის შეთანხმებას  აგვისტოდან წარმოების ყოველდღიურად 400,000 ბარელით გაზრდის შესახებ მხარს უჭრს, თუმცა OPEC+-ის მიწოდების გარიგების გახანგრძლივების საკითხი ცალკე უნდა განიხილოს.

2020 წლის ხელშეკრულების თანახმად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში წარმოების საბაზისო მაჩვენებელი დღეში 3,2 მილიონ ბარელს შეადგენს.

”ეს აბსოლუტურად უსამართლო და არამდგრადია, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ახლა შესაძლებლობა აქვს გაცილებით მეტი აწარმოოს"- აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი სუჰაილ ალ-მაზროუ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მანუს კრენი, ენტონი დი პაოლა და სალმა ელ ვარდანი