LIVE

ივნისში აშშ-ში 850 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

03 ივლ 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 801
ივნისში აშშ-ში 850 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
Getty Images

ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ოფიციალური მონაცემების თანახმად, ივნისში აშშ-ში მოსალოდნელზე მეტი, 850 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. დასაქმების ადგილები გაჩნდა ბარებსა და რესტორნებში, საცალო ვაჭრობასა და განათლებაში.

შრომის სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, დაქირავების ზრდის მიუხედავად, უმუშევრობის დონე მცირედით შეიცვალა და 5.9% შეადგინა. ეს სხვადასხვა ინდუსტრიების მიერ შრომის დეფიციტის წინააღმდეგ წახალისების მექანიზმების შემოღებამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსიების რაოდენობამ რეკორდულად მაღალი, 9.3 მილიონი შეადგინა, ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა McDonald's და Chipotle, გაზარდეს მინიმალური ხელფასები, რათა შეეცადონ ახალი კადრების მოზიდვას.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რიცხვები ასახავს “ისტორიულ პროგრესს. ეკონომიკა საუკუნის უდიდესი კრიზისიდან გამოდის”.

ბაიდენის თქმით, “მთელი გუნდის წარმოუდგენელი მუშაობის წყალობით” მან მოახერხა 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა თანამდებობის დაკავების დღიდან - “მეტი სამუშაო ადგილის, ვიდრე ოდესმე შეიქმნა ნებისმიერი პრეზიდენტობის პირველი ხუთი თვის განმავლობაში”.