
ლიეტუვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბელარუსმა უკანონო მიგრანტების ნაკადი ქვეყნის საზღვარზე გაგზავნა და ამით გააპროტესტა ევროკავშირის სანქციები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ.
მთავრობის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სარეზერვო სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და მიგრანტებისათვის კარვებში განთავსების შესაძლებლობის მისაცემად.
ევროკავშირის ბალტიისპირეთის და NATO-ს წევრებმა მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო ბოლო კვირების განმავლობაში საზღვრის მეთვალყურეობა გააძლიერეს.
“თქვენი შეშფოთება და პრობლემები აქ, ლიეტუვაში, არის ევროპის პრობლემები. ჩვენ მართლაც თქვენს გვერდით ვართ ამ რთულ პერიოდში”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა პარასკევს ვილნიუსში ვიზიტის დროს. მისი თქმით, ევროკავშირი გადაუდებელი დახმარების თანხების გამოყოფაზეც იმსჯელებს.
ნარკოტიკებისა და მიგრანტების ევროკავშირში შეუმოწმებლად გაგზავნით ალექსანდრე ლუკაშენკო ჯერ კიდევ მაისში, სიტყვით გამოსვლის დროს იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მთავარი სამიზნე ლიეტუვა გახდებოდა, რადგან ქვეყანა ბელარუსის დიქტატორის პოლიტიკური ოპონენტების დროებით სახლად იქცა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მილდა სეპუტიტი