LIVE

ამერიკისა და NATO-ს ჯარმა ავღანეთში ბაგრამის ბაზა დატოვა

02 ივლ 202117:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1206
ამერიკისა და NATO-ს ჯარმა ავღანეთში ბაგრამის ბაზა დატოვა
Corey Vandiver/Handout via REUTERS

ამერიკული და NATO-ს სამხედრო დანაყოფები ბაგრამის საჰაერო ბაზას ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ქაბულის მეორე სამხედრო ბაზაზე ჯერ კიდევ რჩება ჯარის ნაწილი, ბაგრამის ბაზის დატოვება ქვეყანაში 20-წლიანი ომის საბოლოო დასრულებას ნიშნავს.

ბაგრამის ბაზიდან აშშ-ის და მოკავშირეების სამხედროები კოორდინაციას უწევდნენ საჰაერო ომს და მთელი ავღანეთის მისიის ლოგისტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ. თალიბებმა აშშ-ს ჯარის გაყვანისთვის მადლობა გადაუხადეს.

“ავღანელებს შეუძლიათ უფრო ახლოს მივიდნენ სტაბილურობასთან და მშვიდობასთან უცხოური ძალების სრული გაყვანის გზით”,- განაცხადა თალიბანის სპიკერმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

სხვა ავღანელები უფრო ფრთხილი იყვნენ: “ამერიკელებმა უნდა დატოვონ ავღანეთი და ამ ქვეყანაში უნდა იყოს მშვიდობა. ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ. ხალხის უმეტესობამ დატოვა უბნები. პაქტიას პროვინციაში შვიდი რაიონი დაეცა და ახლა თალიბების კონტროლს ექვემდებარება”,- ამბობს ჯაბედ არმანი, ქაბულის მკვიდრი.

ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, თალიბებმა პირობა დადეს, რომ არ დაუშვებენ საერთაშორისო ტერორისტების ავღანეთის ტერიტორიიდან მოქმედებას და დაიწყებენ მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში დიდი პროგრესი ვერ მოიტანა.

თალიბები უარს ამბობენ ცეცხლის შეწყვეტაზე. ჯარის გაყვანის განცხადების შემდეგ აჯანყებულებმა ახალი პოზიციები დაიკავეს ჩრდილოეთ ავღანეთში. სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის ბრძოლა ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია ბადახშანში მძაფრდება. ავღანელი ჯარისკაცები ნებდებიან, ან პოსტებს ტოვებენ.