LIVE

სეიშელზე Covid-19-ით 6 ვაქცინირებული გარდაიცვალა

02 ივლ 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 995
სეიშელზე Covid-19-ით 6 ვაქცინირებული გარდაიცვალა
Rassin Vannier/AFP/Getty Images

სეიშელის კუნძულებზე Covid-19-ით ექვსი სრულად ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ერთი ჩინური Sinopharm-ით, ხოლო ხუთი Covishield-ით, AstraZeneca-ს ვაქცინის ინდური ვერსიით იყო აცრილი.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისრის, ჯუდ გედეონის თქმით, ყველა მათგანს სერიოზული თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი სრულად ვაქცინირებული ადამიანია, ინფიცირების შემთხვევებმა მაისში მოიმატა და მას შემდეგ მაღალ ნიშნულზე რჩება, რაც, გედეონის განმარტებით, სავარაუდოდ, სწრაფად გავრცელებად დელტა ვარიანტს უკავშირდება. 

არქიპელაგმა, რომელიც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, ვაქცინაცია ეკონომიკის სწრაფად გასახსნელად დააჩქარა, თუმცა მზარდი ტალღის ფონზე შეზღუდვების კვლავ შემოღება მოუწია. 

სეიშელის კუნძულებზე, სადაც 98 000 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის თითქმის 70% სრულად ვაქცინირებულია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვიდია გაპი და ანტონი სგუაზინი