LIVE

დანია ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით ევროკავშირში პირველ ადგილზეა

01 ივლ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 3502
დანია ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით ევროკავშირში პირველ ადგილზეა
Bloomberg

ცენტრალური ბანკის უახლესი მონაცემების მიხედვით, ფულადი სახსრებითა და უდიდესი საპენსიო დანაზოგებით, დანიის მოსახლეობა ევროკავშირში ყველაზე მდიდარია.

ერთ სულ მოსახლეზე დანიელები დაახლოებით 1.3 მილიონი კრონის ($208,000) ფინანსურ აქტივს ფლობენ, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. დანიელების ქონება ვალის გამოკლების შემდეგ დაანგარიშდა.

დანია ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით პირველ ადგილზეა, ხოლო ნიდერლანდები, შვედეთი, ლუქსემბურგი და ბელგია ხუთეულში ხვდებიან. დანია ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზეა რეკორდული უარყოფითი კურსით, მას შემდეგ რაც ცენტრალურმა ბანკმა პირველად დააწესა ის 2012 წელს გაცვლითი კურსის კონტროლის მიზნით.

კომინა პოულსი, კოპენჰაგენის Nykredit Wealth Management-ის ეკონომისტი, ამბობს, რომ დანიის ყველაზე მაღალ რეიტინგს ბევრი რამ აქვს საერთო ათწლეულების წინ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, მათ შორის პენსიის შემნახველი პროგრამების დანერგვასთან, რომლებიც დასაქმებასთან ერთად დაუყოვნებლივ მოქმედებს.

დანიის შინამეურნეობებს კიდევ ერთი, უფრო საეჭვო რეკორდი აქვთ: ისინი ასევე ევროპის ყველაზე დავალიანებულთა რიცხვს მიეკუთვნებიან, დანიელებს სესხები უმეტესწილად იპოთეკის სახით აქვთ.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დანიის ერთ სულ მოსახლეზე ვალდებულებები 560 000 კრონაა. მიუხედავად ამისა, ამ სესხის 86% უზრუნველყოფილია ქონებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული შინამეურნეობების სიმდიდრის გაანგარიშებაში. ამავდროულად, სახლების ფასები დანიაში რეკორდულად მაღალია.

Bloomberg-ის ორგინალური სტატიის ავტორი: ფრანსის შვარცკოფი