LIVE

ტურიზმის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას $4 ტრილიონზე მეტი დაუჯდება

30 ივნ 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1578
ტურიზმის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას $4 ტრილიონზე მეტი დაუჯდება

Covid-19-ით გამოწვეული ტურიზმის ვარდნა მსოფლიო ეკონომიკას $4 ტრილიონზე მეტი დაუჯდება, რაც პროგნოზირებულზე უარესი მაჩვენებელია. ვაქცინაციის არათანაბარი ტემპი ახშობს განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად უცხოელ ტურისტებზე არიან დამოკიდებული. ამის შესახებ გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ანგარიშშია ნათქვამი.

დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე წელს $1.7 ტრილიონიდან $2.4 ტრილიონამდე იქნება იმ პირობებშიც კი, თუ ტურიზმი წლის მეორე ნახევარში აღდგება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი, სადაც ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებია. 

კვლევა ხაზს უსვამს ვაქცინებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობის შედეგებს მთელ მსოფლიოში. გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის სავარაუდო დანაკარგების 60%-მდე განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

ანგარიშის თანახმად, ტურიზმის კრიზისის დასასრული შორს არის. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გამო მოგზაურობის შეზღუდვები და აკრძალვები ბევრ რეგიონში კვლავ მოქმედებს. კვლევის თანახმად, შესაძლოა მსოფლიოში 2023 წლამდე უცხოელი ტურისტების მაჩვენებლის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება ვერ მოხერხდეს.

ტურიზმის კრიზისი საფრთხეს უქმნის მჭიდროდ დაკავშირებულ სექტორებს, როგორიცაა საკვები, სასმელი, საცალო ვაჭრობა, კომუნიკაციები და ტრანსპორტი. ტურიზმის კრიზისმა გამოიწვია არაკვალიფიციური სამუშაო ძალის უმუშევრობის მაჩვენებლის საშუალოდ 5,5%-იანი ზრდა და ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა სექტორს, რომელშიც ბევრი ქალი და ახალგაზრდაა დასაქმებული.

“ტურიზმი მაშველი რგოლია მილიონებისთვის და ვაქცინაციის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების აღსადგენად და საჭირო რესურსების გამომუშავებისთვის, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში”,- განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პეიტონ ფორტე