LIVE

AstraZeneca-ს იმუნური რეაქცია დოზებს შორის ინტერვალის 45 კვირამდე გაზრდით უმჯობესდება

28 ივნ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 4810
AstraZeneca-ს იმუნური რეაქცია დოზებს შორის ინტერვალის 45 კვირამდე გაზრდით უმჯობესდება
I-Hwa Cheng/Bloomberg

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინის იმუნური რეაქცია დოზებს შორის ინტერვალის 45 კვირამდე ზრდით უმჯობესდება, ხოლო მესამე ინექციას ანტისხეულების დონის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლია.

ბევრ ქვეყანაში ვაქცინების სიმცირემ შეშფოთება გამოიწვია დოზებს შორის გაზრდილი დროის გამო, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების გაჩენასთან ერთად. ქვეყნების უმეტესობა AstraZeneca-ს დოზებს შორის 4-დან 12 კვირამდე შუალედს გვირჩევს. მთავრობები ასევე ცდილობენ გადაწყვიტონ, შემოიღონ თუ არა გამაძლიერებელი დოზები, რათა ზამთარში საავადმყოფოების გადატვირთვა თავიდან აიცილონ.

“ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ რეაქცია AstraZeneca-ს ვაქცინის კიდევ ერთი დოზით და ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ენდრიუ პოლარდმა, ოქსფორდის ვაქცინების კვლევების წამყვანმა მკვლევარმა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ერთი დოზის მიღების შემდეგ გამომუშავებული ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც რჩება სხეულში. თუმცა, 180 დღის შემდეგ ანტისხეულების დონე ორჯერ ნაკლებია, ვიდრე 28-დღიან პიკში. ამასთან, მეორე დოზამ ანტისხეულების დონე 4-18 ჯერ გაზარდა ინექციიდან ერთი თვის შემდეგ.

კვლევის შედეგები ამყარებს აზრს, რომ ვექტორული ვაქცინები შეიძლება გამაძლიერებლად გამოიყენონ, რასაც ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი