LIVE

ბრიტანეთმა AstraZeneca-Oxford-ს ვაქცინა დაამტკიცა

30 დეკ 202017:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 306
ბრიტანეთმა AstraZeneca-Oxford-ს ვაქცინა დაამტკიცა
Bloomberg L.P.

დიდმა ბრიტანეთმა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ კითხვები კვლავ არსებობს, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის მასობრივი იმუნიზაციის პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება.  

ვაქცინის გამოყენება 4 იანვარს დაიწყება და, პირველ რიგში, მოწყვლადი ჯგუფები აიცრებიან. 

AstraZeneca-Oxford-ს ვაქცინა მეორეა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი გამოიყენებს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბრიტანეთმა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით, ქვეყანაში 800 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. 

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის შემდეგ, AstraZeneca-Oxford-ს ვაქცინის გამოყენება არგენტინის მთავრობამ დაამტკიცა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი